in

მზად ვართ: ჩვენი ვალია მოლოდინი გავამართლოთ – რამაზ სვანაძე კოზირების გამოყენებას აპირებს

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ხვალ ისტორიული მატჩი აქვს: ევრო 2023-ზე ¼ ფინალში მოგების შემთხვევაში უდიდესი ალბათობით ოლიმპიური თამაშების საგზურს მოვიპოვებთ. ხვალინდელი მატჩის წინ ტრადიციულად პრესკონფერენცია გამართა ჩვენი გუნდის მთავარმა ნწვრთნელმა.

რამაზ სვანაძე:

„რთულ თამაშს ველოდებით. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სხვაგვარად წარმოუდგენელია. ისრაელი ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებული გუნდია, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნოთ გუნდურობა და სათამაშო დისციპლინა, რაც წინა მატჩებში გამოგვარჩევდა.

მეთხედფინალში გუნდი შემთხვევით ვერ გავა, მივიღეთ ის მეტოქე, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურა. ისრაელთან ამხანაგური მატჩი წავაგეთ, მაგრამ ახლა სხვა თამაში იქნება, ჩვენც გვაქვს კოზირები, რომლის გამოყენებასაც შევეცდებით.

ჩვენი გუნდი ასეთი გრაფიკით თამაშებისთვის მზად არ იყო და ნიდერლანდებთან ზოგიერთს დაღლა დაეტყო. ახლა კი აღდგენისთვის დრო გვქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელთან მატჩისთვის მზად ვართ.

პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე და მეოთხედფინალში გავედით. ცხადია, ეს განწყობაზე აისახება. მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარია მივაღწიოთ შედეგს და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ბედნიერება, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლითაა გამოწვეული.

ყველა მატჩზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოლოდინის გამართლება შეგვიძლია. დიდი ხანია ფეხბურთის გარშემო ასეთ ერთიანობა არ გვინახავს. ჩემი მუშაობის პერიოდში პირველად ხდება, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფავორიტია. ჩვენი ვალია ეს მოლოდინი გავამართლოთ“.

საქართველო-ისრაელის მეოთხედფინალი 1 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე წარმატებული „ახალგაზრდები“: U21-დან დიდ ნაკრებსა და ჩემპიონთა ლიგაზე

ბითაძემ ორლანდოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა