საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება. ამ ეტაპზე საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობს. რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
5 ივნისის სავარჯიშო პროცესის შემდეგ, ნაკრებს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა. სანდრო ალთუნაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს. უკვე გუნდთან ერთადაა ლუკა გაგნიძეც.
საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ლეგიონერი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).
მატჩების განრიგი
17 ივნისი. კვიპროსი – საქართველო | 22:45 სთ
20 ივნისი. შოტლანდია – საქართველო | 22:45 სთ
მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings