in

მე-10 ოლიმპიადა: ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა – ასეთი ქალი ისტორიას არ ჰყავს

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ ევროპულ თამაშებზე 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რითიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა.

ნინო სალუქვაძემ კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ქართველი სპორტსმენი მეორე 1/2-ფინალურ ოთხეულში შევიდა, სადაც გერმანელი დორინ ვენეკამპის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა და ფინალურ ოთხეულში გადავიდა. ნინო სალუქვაძემ “კრაკოვი-მალოპოლსკა 2023” მე-4 ადგილზე დაასრულა.

მეათე ოლიმპიადა – ამ მაჩვენებლით სალუქვაძე კანადელ ცხენოსანს იან მილარს გაუთანაბრდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 1988 წელს სეულში, სპორტული პისტოლეტით სროლაში მოიპოვა. იმავე ოლიმპიადაზე მან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვერცხლის მედალიც აიღო.

2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა პნევმატური პისტოლეტით სროლაში.

ნინო სალუქვაძე 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი.

„ჩვენს სახეობაში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მხოლოდ ერთი კვოტა თამაშდებოდა და ფინალში ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვიპოვე ეს ლიცენზია. ჩემთვის ეს იქნება მეათე ოლიმპიური თამაშები“, – განაცხადა სალუქვაძემ შეჯიბრების დასრულების შემდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 36 წლის გახდა: როგორ იცვლებოდა კარიერის განმავლობაში – ფოტოები

დღეს რეკორდი განახლდება: სად ითამაშებს საქართველო მეოთხედფინალს – რატომ აღარ იყიდება ¼ ფინალის ბილეთები