in

მე-10 ნომერი კვარაცხელიასთვის? მინდა, რომ მან მიიღოს – მარადონა ამბობს, რომ მარადონას ნომერი ხვიჩას მისცენ

„ნაპოლის“ ლეგენდის დიეგო მარადონას ვაჟი, დიეგო მარადონა-უმცროსი იდეით გამოვიდა, რომ მამამისის ნომერი ხვიჩა კვარაცხელიას გადასცენ.

„მე-10 ნომერი კვარაცხელიასთვის? გავიმეორებ იმას, რასაც ინსინიეზე ვამბობდი. მაშინ იმედი მქონდა, რომ ათიანი მას ერგებოდა, ახლა კი მინდა, რომ ის ამჟამინდელმა 77-ე ნომერმა მიიღოს. კვარა დიდი მოთამაშეა, ძალიან ძლიერია, მაგრამ ათიანი ბევრს გავალდებულებს“ – დაწერა უმცროსი მარადონას სიტყვები Corriere dello Sport-მა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველმა 29 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე, 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მისცა.

მარადონას ეპოქის შემდეგ „ნაპოლი“ პირველდ ხდება იტალიის ჩემპიონი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი რეალს უსწრებს, მეტოქე მილანი ბოლოზეა – ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას

იტალიური ფეხბურთის დიდებას 10 ახალი წევრი შეემატა