in

“მე თქვენი მენეჯერი ვარ და რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ” – მილნერმა კლოპის სიტყვები გაიხსენა

2015 წლის 9 ოქტომბერს, მერსისაიდის წითელ ბანაკში ფუსფუსი შეიმჩნეოდა. “დორტმუნდთან” ერთად ორჯერ გაჩემპიონებული იურგენ კლოპი “ლივერპულს” ტურისტად არ სწვევია. ამ დღეს, “ლივერპულმა” ეპოქალური კონტრაქტი გააფორმა და იურგენ კლოპი მწვრთნელად დანიშნა.

პრიველი სეზონში, გუნდმა ორი ფინალი ითამაშა – EFL-ის, რომელიც “სიტიმ” პენალტებში მოიგო და ევროპა ლიგის, რომელიც “სევილიამ” 3:1 მოიგო.

ჯეიმს მილნერმა კი 6 წლისწინანდელი მატჩი გაიხსენა: “როდესაც მატჩი დასრულდა, ყველა თავჩაქინდრულნი ვიყავით და ხმის ამოღება არ გვინდოდა. ამდროს, კლოპი მოვიდა და გვითხრა, რომ we are liverpool შეგვესრულებინა. ვუთხარი, რომ ამის თავი არავის ჰქონდა, მაგრამ კლოპმა ასეთი რამ თქვა: მე მწვრთნელი ვარ, ჰოდა, უნდა იმღეროთო”.

გამარჯვებულის მენტალიტეტი კი ასე ყალიბდება. ავბედითი საღამოს შემდეგ 6 წელი გავიდა, “ლივერპულმა” პრემიერ ლიგა 30 წლიანი პაუზის შემდეგ მოიგპო, 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მოიგო კარაბაოს და FA თასები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა

საქართველო გაძვირდა: ჩვენების ფასი ამხელა არასდროს ყოფილა