ფრანგული “ეკიპმა” ჩვენთვის ძალიან საინტერესო რამ დააწერა: „მეცი“ ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე მუშაობს. პირველი კომუნიკაცია უკვე შემდგარა.
ლიგა 1-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი გამთამაშებელს ეძებს, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს პასებით მოამარაგებს.
გავიხსენოთ, რომ კიტეიშვილს სეზონის დასრულების შემდეგ ავსტრიულ „შტურმთან“ კონტრაქტი ეწურება და მისი გადაბირება რთული საქმეც არ უნდა იყოს.
„მეცს“ ჩაკვეტაძის „უოტფორდიდან“ მაროკოელი ნახევარმცველის, იმრან ლუზას დამატება სურდა, თუმცა არ გამოუვიდა (ფეხბურთელი იჯარით „ლორიენში“ გადავიდა). სწორედ ამის შემდეგ გადაერთვნენ ჩვენიანზე.
კიტეიშვილმა ამ სეზონში 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings