in

მეცმა გიორგი მიქაუტაძე გამოისყიდა

ცნობილი ინსაიდერი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს, რომ “მეცმა” გაააქტიურა “აიაქსთან” კონტრაქტში ჩადებული გამოსყიდვის ოფცია და გიორგი მიქაუტაძე დაისაკუთრა.

ჯერჯერობით, ფრანგული კლუბი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, ნიდერლანდური გამოცემა “ტელეგრააფი” კი წერს, რომ “მეცს” ეს ოპერაცია 13 მილიონი ევრო დაუჯდა, ამასთან, “აიაქსი” საქართველოს ნაკრების ფორვარდის შემდგომი გაყიდვიდან წილს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს მიქაუტაძე “აიაქსში” 19 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა “იოჰან კრუიფ არენაზე” სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და “მეცში” იჯარით დაბრუნდა.

ამასობაში, ხუთშაბათს “მეცმა” პლეი-ოფის ფინალის პირველი მატჩი გამართა “სენტ ეტიენთან”. მიქაუტაძის გუნდმა ლიგა 2-ის წარმომადგენელთან სტუმრად 1:2 წააგო. ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრის დასაწყისში ძელს მოარტყა ბურთი. საპასუხო მატჩი მეცში 2 ივნისს გაიმართება.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოსთან ფავორიტი არ იქნება: ჩეხეთს ჩვენთან მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდება

საზონოვი ისევ რუსეთში?