in

მეცი მიქაუტაძის დაბრუნებას ზამთარში ეცდება

“აიაქსის” ახალწვეულს, გიორგი მიქაუტაძეს, ამსტერდამულ კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, ქართველი ფორვარდი დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

სამწუხაროდ, მოთამაშისთვის სიტუაცია არც ახალი მწვრთნელის მისვლამ შეცვალა. გუშინ ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დატოვა.

ამის ფონზე კი გიორგის ყოფილი გუნდი “მეცი” მის დაბრუნებაზე მუშაობს. L’equipe-ის ინფორმაციით, თუ დარჩენილ 2 თვეში “აიაქსში” მიქაუტაძის სათამაშო დრო არ გაიზრდება, ფრანგული კლუბი იანვარში 23 წლის ფორვარდის თაობაზე შეთავაზებას გააკეთებს.

გამოცემის ცნობით, “მეცი” ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით დაბრუნებას ეცდება.

შეგახსენებთ, “აიაქსმა” მიქაუტაძე გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ სწორედ “მეციდან” დაიმატა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქტომბრის MVP-მა ნოემბერიც ტკბილად დაიწყო: შენგელია საუკეთესოა – ვიდეო

ვინ რამდენი ქულა აიღო ოქროს ბურთზე: მესიმ ჰოლანდს 105-ით გაასწრო