in

მესი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია

ლიონელ მესი 2022 წლის სპორტსმენია L’Equipe-ის ვერსიით.

35 წლის ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა მესის თანაკლუბელმა პსჟ-ში კილიან მბაპემ. მესამეა ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი.

სრული სია ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (ფეხბურთი, 808)
  2. კილიან მბაპე (ფეხბურთი, 381)
  3. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი, 285)
  4. რემკო ევენეპული (ველოსპორტი, 252)
  5. მაკს ვერსტაპენი (ფორმულა-1, 196)
  6. კარიმ ბენზემა (ფეხბურთი, 195)
  7. არმან დიუპლანტისი (მძლეოსნობა, 185)
  8. სტეფ კარი (კალათბურთი, 139)
  9. ანტუან დიუპონი (რაგბი, 105)
  10. დავიდ პოპოვიჩი (ცურვა, 98).

საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო L’Équipe-სგან საფრანგეთში 1946 წლიდან გაიცემა, ხოლო მთელი მსოფლიოსთვის 1975 წლიდან.

რეიტინგი დგება ფარული გამოკითხვით, რომელიც 20 დეკემბერს იხურება. ნომინანტთა სიიდან თითოეული ჟურნალისტი 5 საუკეთესოს არჩევს. პირველი ადგილისთვის 6 ქულა ენიჭება, მე-2 ადგილისთვის 4 ქულა და ასე იკლებს.

2012 წლიდან საფრანგეთის საუკეთესო სპორტსმენს და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს ცალ-ცალკე აძლევენ ჯილდოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა

ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდაშვილს შორეულ ძელთან გაუტანეს