კრიშტიანო რონალდო ვერ მოხვდა Goal-ის ვერსიით ელიტური ფეხბურთელების რიცხვში.
საიტმა გამოაცხადა, რომ ყოველ ზაფხულს დაასახელებს 25 ფეხბურთელს, რომლებიც მიეკუთვნებიან „საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს“, „ელიტას“. შერჩევის კრიტერიუმია – სტაბილური გამოსვლა ვარსკვლავურ დონეზე დროის ხანგრძლივ მონაკვეთში.
სიაში თითო პოზიციიდან მინიმუმ სამ ფეხბურთელს შეიყვანენ.
პირველ ვერსიაში მოხვდნენ:
მეკარე: ალისონი („ლივერპული“), ტიბო კურტუა („რეალი“), ედერსონი („სიტი“), მაიკ მენიანი („მილანი“);
მცველები: რუბენ დიაში („სიტი“), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ვირხილ ვან დეიკი („ლივერპული“);
მცველები: კაზემირო („მანჩესტერი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“), ილქაი გიუნდოგანი („ბარსელონა“), ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“), ტონი კროოსი („რეალი“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“), პედრი („ბარსელონა“), როდრი („სიტი“), ბერნარდო სილვა („სიტი“);
თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა („ალ იტიჰადი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), ვინისიუსი („რეალი“).
GIPHY App Key not set. Please check settings