ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო შესაძლოა კიდევ ერთხელ შეხვდნენ საფეხბურთო მოედანზე.
საუდის არაბეთის გაზეთ Al-Bilad-ის ჟურნალისტი ალი ალაბდალჰი წერს, რომ საერთაშორისო მასშტაბის მარკეტინგულ კომპანიას სურს მოაწყოს ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ალ ნასრი“ და „ინტერ მაიამი“ შეხვდებიან. თამაშში კი მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ვარსკვლავმა არგენტინელისა და პორტუგალიელის ჩათვლით.
მატჩის გამართვას ჩინეთში ცდილობენ.
მესიმ და რონალდომ ამხანაგურ მატჩში უკვე ითამაშეს, როდესაც 2023 წელს პსჟ და ერ-რიადის ნაკრები შეხვდნენ ერთმანეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings