in

მესი და პსჟ მალე გაოფიციალურდება: 2-წლიანი კონტრაქტი, 19-ნომრიანი მაისური და 40 მილიონი წელიწადში

ლეო მესი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ სიტის“ ვარიანტი გამოირიცხა, მესისთვის მხოლოდ პარიზელები იბრძვიან და მისი ხელფასის გადახდაც მხოლოდ მათ შეუძლიათ, – წერს ფრანგული გამოცემა.

პსჟ-მ ლეოს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, პლუს 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მისი წლიური ანაზღაურება კი 40 მილიონი ევრო იქნება.

Telefoot-მა ისიც დაწერა, რომ ნეიმარმა მესის თავისი 10-ნომრიანი მაისური დაუთმო, თუმცა ლეომ ამაზე უარი თქვა და სავარაუდოდ არგენტინელი 19 ნომერს აირჩევს.

ცნობისთვის, ლეო 19-ნომრიანი მაისურით კარიერის დასაწყისში თამაშობდა როგორც „ბარსელონაში“, ასევე არგენტინის ნაკრებშიც.

რაც შეეხება „ჩელსის“, ლონდონელებს ამ მომენტამდე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მხოლოდ AS-მა დაწერა, რომ რომან აბრამოვიჩი მესის შეძენის სურვილს გამოთქვამდა და მის გარემოცვასთან შეხვედრა სურს.
ევროპული გამოცემები წერენ, რომ მესის პსჟ-ში გადასვლა რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.

მესიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ პსჟ-ში გადადის: ლეომ პოჩეტინოს თავად დაურეკა

სად წავა მესი: იქნებ ბარსას კარი ჯერ არ მიხურულა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წამში დაკარგული ჩემპიონობა: პეტრიაშვილი ვერცხლს დასჯერდა

თქმაც რად უნდა: აშშ ისევ ოლიმპიური ჩემპიონია