in ,

მესი და მისი ოჯახი ფრანგულს სწავლობენ: რატომ თუ ინგლისში მიდის ან ესპანეთში რჩება?

ლეო მესი და მისი ოჯახი ფრანგულს სწავლობენ. როგორც ჩანს, ამას პსჟ-სთან აქვს კავშირი.
მართალია, თავად მესი „ბარსელონადან“ წასვლის ხმებს უარყოფს, მაგრამ ჟურნალისტები ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. ახლა კი საკმაოდ წონადი არგუმენტები გამოჩნდა.

დაძაბულობის წყაროა Canal+-ის ჟურნალისტი ჟოფრე გარეტიე. ტელეარხის ეთერში მან აღნიშნა: „მესიმ, მისი ცოლმა და ბავშვებმა ფრანგული ენის გაკვეთილები აიღეს. რატომ სწავლობს ფრანგულს, თუ „სიტიში“ წასვლას აპირებს? ეს ხომ უაზრობაა. მე ეს ძალიან სანდო წყარომ მითხრა, რომელსაც სრულიად ვენდობი“.

ბევრმა ეს ბუნებრივია პსჟ-ში ტრანსფერს დაუკავშირა.

მესის პარტნიორმა არგენტინის ნაკრებში ლეანდრო პარედესმა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ პსჟ ლეოსკენ იყურება.

თითქმის იგივე თქვა პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომაც: „ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მესია, ყოველთვის იქნება პსჟ-ს სიაში“.

თავად მესიმ კი ყველა მოარული ხმები უარყო და განაცხადა, რომ მომავალზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იფიქრებს. ახლა არგენტინელი „ბარსელონასთან“ კონტრაქტზეა კონცენტრირებული, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. „ბარსას“ მდგომარეობას მილიარდ ევროზე მეტი ვალი ამძიმებს – მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელის ფული ხომ საშოვნელია?

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მესიმ 17 მატჩი ჩაატარა და 11+2 შედეგი აქვს.

33 წლის მესის „ბარსელონადან“ წასვლა გასულ ზაფხულს სურდა პრეზიდენტ ბარტომეუსთან კონფლიქტის გამო, მაგრამ ეს უკანასკნელი ოქტომბერში თავად წავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისს ლიდერი წარამარა ეცვლება, ბარსა მაგარ ვალებშია – ამბები მოკლედ

უეფას ევროპა 12 ქალაქში უნდა: თუნდაც ხალხი არ იყოს