in

მესის „ღმერთის ხელიდან“ 15 წელი გავიდა

 2007 წლის 9 ივნისს ლეო მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში დიეგო მარადონას მიერ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან გატანილი გოლის რეპლიკაცია შემოგვთავაზა. პირველი ტაიმის მიწურუს, როცა ფრანკ რაიკაარდის „ბარსა“ კატალონიურ დერბიში 0:1 მარცხდებოდა, ლეომ ხელით შეაგდო და გაათანაბრა.

ხსენებულ მატჩში მესიმ კიდევ ერთი გაიტანა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. თავის მხრივ ფაბიო კაპელოს „რეალმა“ „სარაგოსა“ დაამარცხა და ჩემპიონობაც იზეიმა.

ისე, მარადონას მეორე გოლი ინგლისთან ხომ გახსოვთ? – ყველა და ყველაფერი, რომ მოატყუა, ბოლოს პიტერ შილტონიც მიაწვინა და ისე გაიტანა. ჰოდა, 2007 წელს მესიმ ასეთიც შეაგდო „ხეტაფესთან“. მოკლედ, ერთ მატჩში არა, მაგრამ დიეგოს მაგიური გოლებისდარი ლეომ სეზონის განმავლობაში მაინც შემოგვთავაზა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანელები ბავშვთა ფეხბურთში დიდ ცვლილებებს იწყებენ

გატუზოს ვალენსიაში მეკარის მიყვანა სურს