ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური დასრულდა. მოულოდნელი შედეგები არც მეორე სათამაშო დღემ დაგვაკლო. მოხდა მნიშვნელოვანი რამ: მესიმ პირველად ითამაშა პსჟ-ს რიგებში, თან იყვნენ მისი ვარსკვლავური მეწყვილეებიც, ნეიმარი და მბაპე და მიუხედავად ამისა, პსჟ-მ ვერ დაამარცხა მოკრძალებული „ბრიუგე“. ბელგიელთა მეკარე მანიოლი მატჩის მერე ამბობდა, ბევრი საქმე არც მქონიაო. მბაპემ კი ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა „შერიფმა“. მოლდოვურმა კლუბმა პირველად მოიგო (ითამაშა) ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
განსაკუთრებული შეხვედრა შედგა „ენფილდზე“, სადაც „ლივერპულმა“ ლიგაზე დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მილანს“ უმასპინძლა და თამაშის შემობრუნება მოუხდა. ეს ისეთი ჯგუფია, ყველა მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მერე ამოვქაჩავთ, აქ შეიძლება არ გახდეს საკმარისი, თუნდაც ამიტომ „ატლეტიკოს“ საშინაო ფრე აქტივში არ ჩაითვლება.
აბა „სიტი“ რომ კალათბურთს თამაშობს, როცა ინდომებს, ეს ცნობილია…
ეს უნიკალურია: რონალდო ახალ რეკორდებზე მიდის, სანამ ბარსას ბარტყები გაიზრდებიან
A ჯგუფი
ბრიუგე – პსჟ 1:1
გოლები: 0:1 ერერა (15), 1:1 ვანაკენი (27)
მანჩესტერ სიტი – ლაიპციგი 6:3
გოლები: 1:0 აკე (16), 2:0 მუკიელე (28, საკ. კარში), 2:1 ნკუნკუ (42), 3:1 მარეზი (45+2, პენ), 3:2 ნკუნკუ (51), 4:2 გრილიში (56), 4:3 ნკუნკუ (73), 5:3 კანსელო (75), 6:3 გაბრიელ ჟეზუში (85)
გაძევება: ანხელინო (79, ლაიპციგი)
მესიმ 150-ე მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. მინდვრის მოთამაშეებს შორის მასზე მეტი უთამაშიათ ჩავის (151) და რონალდოს (177).
„სიტის“ 50 მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგის 91 მატჩში. ამაზე სწრაფად ეს მარტო „რეალმა“მოახრეხა – 88 თამაშში.
გვარდიოლამ მე-300 მატჩი ჩაატარა „სიტიში“. მის ხელში გუნდმა 219-ჯერ მოიგო (წუხანდელის ჩათვლით).
პოჩეტინო: „დროა საჭირო,რომ მესი,ნეიმარი და მბაპე შეთამაშდნენ.კმაყოფილი ვარ გუნდით“.
გვარდიოლა: „ფანტასტიური გუნდია. ისინი თამაშობენ – ან ყველაფერი ან არაფერი“.
გრილიში: „სიტი“ განწყობილია ნაბიჯი წინ გადადგას. ჩვენ კარგი სტარტი გვაქვს“.
B ჯგუფი
ატლეტიკო – პორტო 0:0
გაძევება: მბემბა (90+5, პორტო)
ლივერპული – მილანი 3:2
გოლები: 1:0 ტომორი (9 საკ. კარში), 1:1 რებიჩი (42), 1:2 ბრაიმ დიასი (44), 2:2 სალაჰი (48), 3:2 ჰენდერსონი (69)
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (14, ლივერპული)
„მილანმა“ „ლივერპულს“ 2 გოლი გაუტანა 2 წუთში. კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე 2735 დღე არ უთამაშია.
სალაჰმა მეორედ ვერ გაიტანა პენალტი „ლივერპულში“. დანარჩენი 17 მცდელობა ზუსტი იყო.
სალაჰმა ჯერარდის რეკორდი გაიმეორა “ენფილდზე” ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით – 14.
პიოლი: “ეს „მილანს“ დაეხმარება გაიზარდოს ინტენსივობისა და თამაშის ხარისხის მხრივ“.
კლოპი: „არ ყოფილა იმის განცდა, რომ „ლივერპული“ ქამბექს ვერ შეძლებდა. ჩვენ მშვენიერი გოლები გავიტანეთ“.
C ჯგუფი
ბეშიქთაში – დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ბელინგემი (20), ჰოლანი (45+3), 2:1 მონტერო (90+4)
სპორტინგი – აიაქსი 1:5
გოლები: 0:1 ალერი (2), 0:2 ალერი (9), 1:2 პაულინიო (33), 1:3 ბერგჰუისი (39), 1:4 ალერი (51), 1:5 ალერი (63)
ჰაალანდმა 21 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში.
ჰაალანდს 66 გოლი აქვს „ბორუსიაში“ ჩატარებულ 66 მატჩში. მან ზედიზედ მე-6 შეხვედრაში გაიტანა.
დორტმუნდელი ჯუდ ბელინგემი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა და ამით კილიან მბაპეს აჯობა.
„აიაქსის“ ფორვარდმა ალერმა პოკერი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში. მარტო ვან ბასტენს გაუკეთებია ეს აქამდე.
D ჯგუფი
შერიფი – შახტარი 2:0
გოლები: 1:0 ტრაორე (16), 2:0 იანსანე (62)
ინტერი – რეალი 0:1
გოლი: 0:1 როდრიგო (89)
ანჩელოტი: „გაგვიჭირდა. არავინ არ ელოდა „შერიფის“მოგებას. ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings