in

მესის არაბები ისტორიას უპირებენ: 400 მილიონი წელიწადში

ლეო მესი შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

The Telegraph ამბობს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლება ყველაზე მსხვილ წინადადებას ამზადებს ფეხბურთის ისტორიაში.

რონალდომ მესის აჯობა და მსოფლიოს ყველაზე ფულიანი სპორტსმენია

თავდაპირველად ისინი აპირებენ 35 წლის ფეხბურთელს გარიგების პარამეტრებზე შეუთანხმდნენ და ამის შემდეგ გაირკვევა რომელ კლუბში გააგრძელებს ბურთაობას.

სავარაუდოდ მოლაპარაკებებში ჩართავენ „სიტის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ჰარი კუკს, რომელსაც ანალოგიური თანამდებობა უკავია საუდის არაბეთის ლიგის უფროსობაში.

ამჟამად ქვეყნის წარმომადგენლები ფეხბურთელის მამასთან, ხორხე მესისთან ურთიერთობენ. საუბარია წლიურად დაახლოებით 400 მილიონ დოლარიან კონტრაქტზე.

არადა, თითქოს „ბარსელონაში“ დაბრუნება ყველაზე რეალურად ჩანდა, მითუმეტეს პარიზში მომხდარი ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე.

მესის პარიზი დასრულდა: პსჟ-ს ლეო აღარ უნდა, ლეოს – პსჟ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის 1000 გოლი გვარდიოლას ხელში: ყველაზე მეტი ტოპ 5 ლიგაში

ჰოლანდის დიდი რეკორდი: 35 გოლი პრემიერლიგაში – არავის გაუტანია ამდენი