in

მესიმ 43-ე ტიტული მოიგო: ლეომ კრიშტიანოს გადაასწრო და ტოპების რეკორდსმენია

Paris Saint-Germain's Argentine forward Lionel Messi celebrates scoring his team's first goal during the French L1 football match between RC Strasbourg Alsace and Paris Saint-Germain (PSG) at Stade de la Meinau in Strasbourg, eastern France on May 27, 2023. (Photo by Jean-Christophe Verhaegen / AFP) (Photo by JEAN-CHRISTOPHE VERHAEGEN/AFP via Getty Images)

ლეო მესიმ კარიერაში 43-ე ტროფეი მოიგო.

35 წლის არგენტინელი პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

პარიზში მესის ქვეყნის ჩემპიონობა უკვე ჰქონდა მოგებული, ისევე როგორც ქვეყნის სუპერთასი.

„ბარსას“ რიგებში მესი 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 8-ჯერ აიღო ესპანეთის სუპერთასი, 7-ჯერ ქვეყნის თასი, ასევე 3-3-ჯერ მოუგია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.

არგენტინის ნაკრებში კი გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე, კოპა ამერიკაზე, მოიგო ოლიმპიადა, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე ფინალისიმა.

გავაგრძელოთ.

ლეო მესი ევროპის ტოპ ლიგების რეკორდსმენი გახდა.
ლიგა 1-ში, 37-ე ტურის მატჩში, „სტრასბურგთან“ გოლი ლეომ გაიტანა. ეს მისი 496-ე ბურთია ტოპ 5 ჩემპიონატში – 577 მატჩში.

მანამდე რეკორდი კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნოდა, რომელმაც 495 გოლი გაიტანა 626 მატჩში.

რაც შეეხება უშუალოდ საფრანგეთის პირველობას, მესიმ ამ სეზონში 32 შედეგიანი მოქმედება შეასრულა.

მას 16 გოლი აქვს გატანილი და ამდენივე საგოლე პასი. მასზე უკეთესი შედეგი მარტო კილიან მბაპეს აქვს – 33 (28+5).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-ს ფრანგული რეკორდი: მე-11 ჩემპიონობა და ტაში მბაპეს, რომელმაც გოგონა დაასისხლიანა

9 წელიწადი: მე-4 დივიზიონიდან პრემიერლიგამდე – ლუთონმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მატჩი მოიგო