„ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლეო მესი პსჟ-ში გადასვლას მიუახლოვდა.
პროგრამა El Chiringuito de Jugones ინსაიდერმა ხუანფე პერესმა თქვა, რომ მესი უკვე დაუკავშირდა პსჟ-ს ფეხბურთელებს და აცნობა, რომ ფანგული კლუბის წინადადებას მიიღებს.
გადაცემაში ასევე ითქვა, რომ პარიზელები ამის გამო უკვე შეელევიან კილიან მბაპეს.
კიდევ ერთი ინფორმაციით, მესიმ პირადად დაურეკა პსჟ-ს მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს და შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.
The Athletic UK-ის რეპორტიორი ადამ კფარტონი ამატებს,რომ ხელმძღვანელობაც განიხილავს მესის გადაყვანის დეტალებს. პსჟ-ს ბოსები ლეოს საჭიროების შესახებ მესისა და პოჩეტინოს საუბრის პარალელურად ბჭობდნენ – 21:00 – 00:00 საათებში.
პსჟ კომერციულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ვარიანტებს სწავლობენ, რათა მაქსიმალურად რეალური გახადონ მესის პარიზში ჩაყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings