სულ მალე საფრანგეთის ლიგა-1 ქართველი გულშემატკივრისათვის კიდევ უფრო საინტერესო გახდება, რადგან უდიდესი ალბათობით, ზურიკო დავითაშვილი „ლანსში“ განაგრძობს კარიერას. „ლანსმა“ პირველ ტურში „ბრესტი“ 3:2 დაამარცხა.
ახლა კი გკითხავთ, ლეო მესის კარიერაში ისეთი რამ თუ გახსენდებათ, რაც აქამდე არ მომხდარა. კიბატონო, მუნდიალის შესახებ ვიცით, თუმცა ინდივიდუალურ ჭრილში ლეოს კარიერაში განსაკუთრებული რამ მოხდა.
ლიგა-1-ის პირველ ტურში, „პსჟ“-მ „კლერმონი“ 5:0 გაანადგურა და მესიმ მაკრატელა გაიატანა. ეს კი 35 წლის არგენტინალისათვის სადებიუტო აღმოჩნდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, კარიერის დაისში მყოფმა მესიმ პირველად მოახერხა მაკრატელას გატანა.
პარიზელებმა მეტოქე არ დაინდეს. ორჯერ მესიმ გაიტანა, თითოჯერ ნეიმარმა, მარკინიოსმა და ჰაკიმიმ. მასპინძელთა ბედად, მბაპეს ტრავმა ჰქონდა, თორემ ვინ იცის რა ანგარიშით დასრულდებოდა, ისედაც უმძიმესი მატჩი…
GIPHY App Key not set. Please check settings