in

მესიმ ბარსას ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო

ლეო მესიმ „ბარსელონას“ ფეხბურთელები და მათი ოჯახები შეკრიბა და გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო, წერს Marca.

წყაროს ცნობით, არგენტინელთან მივიდნენ აგუერო, ბუსკეტსი, პიკე, ალბა. კიდევ იყვნენ სხვები თუ არა, დაზუსტებით არ იციან.

მესისთან „ბარსას“ კონტრაქტი 1 ივლიწს დასრულდა. კლუბმა 5 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ის აღარ გაგრძელდება.

ყველაზე აქტიურად და თითქმის გადაწყვეტილად წერენ, რომ 34 წლის სუპერვარსკვლავი პსჟ-ში გადავა.

პსჟ-მ ეიფელის კოშკი იქირავა – მესის პრეზენტაციისთვის

მესის ოჯახი ბავშვებისთვის სკოლას ეძებს – პარიზში

მესიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ პსჟ-ში გადადის: ლეომ პოჩეტინოს თავად დაურეკა

ამასობაში „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამაც დაადასტურა, რომ მესი პარიზში ითამაშებს.

„მესი გადავა პსჟ-ში. მინდოდა, რომ ის დარჩენილიყო, მაგრამ ეს არ მოხდება. მე ყველაფერი გავაკეთე მის დასარჩენად“, – დაწერა ლაპორტას სიტყვები Tuttomercatoweb-მა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს აქვს: საქართველო 33-ეა

Exclusive: იქ, სადაც საქართველო მთავრდება – აქ დაგროვილმა სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი: რეპორტაჟი ჩემპიონის სოფლიდან