„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა „ფორმულა 1“-ის მეოთხე ეტაპი – ესპანეთის გრან-პრი მოიგო.
ბრიტანელმა 66 წრე 1 საათში, 33 წუთსა და 7,680 წამში გაიარა.
რბოლაში მეორე ადგილი ნიდერლანდელმა სპორტსმენმა, „რედ ბულის“ გუნდის წევრმა, მაქს ფერსტაპენმა დაიკავა. მან ჰემილტონს 15,841 წამით დაუთმო.
რიგით მესამე ფინიშის ხაზთან ვალტერ ბოტასი მივიდა – ლუისის პარტნიორი „მერსედესში“, რომელიც კოლეგას 26,610 წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ რბოლის საუკეთესო წრე მაქს ფერსტაპენმა აჩვენა.
„ფორმულა 1“-ის მომდევნო ეტაპი მონაკოს გრან-პრია. ჩემპიონატი 20-23 მაისისთვისაა ჩანიშნული.
GIPHY App Key not set. Please check settings