in

მერაბ შარიქაძე: ფრანგულ კლუბს უარი ვუთხარი, რადგან ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის ნაკრებია

რადიო “ფორტუნას” საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე სტუმრობდა. მერაბმა საინტერესო თემებზე ისაუბრა. გადაცემის დასრულების შემდეგ კი, მან Sport4me-ს რამდენიმე ექსკლუზიურ შეკითხვასაც უპასუხა.

მერაბმა ფრანგული კლუბის ინტერესზეც ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი საქართველოს ნაკრებია და არ წავა ისეთ გუნდში, რომელიც სანაკრებო მატჩებისას გაშვებაზე პრობლემას შეუქმნის.

“მას შემდეგ, რაც “ორიაკი” დავტოვე, უკლუბოდ ვარ. ამ დროის განმავლობაში მქონდა რამდენიმე შემოთავაზება. თქვენთან პირველად ვასახელებ, ეს იყო ფრანგული pro d2-ის გუნდი რომლის ხელმძღვანელებიც დამიკავშირდნენ და სურდათ ჩემი დამატება. მეუბნებოდნენ, რომ გუნდში თამაშის პრობლემა არ შემექმნებოდა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა. კონტრაქტი თითქოს ნორმალური იყო და საკმაოდ კარგი დონის გუნდიცაა, მაგრამ ამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შეთხვევაში, განვლილ ოთხ მატჩს ვერ ვითამაშებდი და ვერ მაძლევდნენ გარანტიას, რომ სამომავლოდ სანაკრებო მატჩებზე ყოველთვის უპრობლემოდ გამომიშვებდნენ. ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაშია პრიორიტეტული. რომელ გუნდშიც არ უნდა ვითამაშო, საქართველოს ნაკრებს ყოველთვის წინა პლანზე დავაყენებ”, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

მერაბმა ისიც აღნიშნა, რომ ქართული რაგბის განვითარებისთვის ფრანჩიზის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფრანჩიზა ქართული რაგბის პროგრესისთვის აუცილებელია. იაპონიამ სუპერრაგბიში შექმნა ფრანჩიზა “სან ვულვზის” სახით და ხედავთ იაპონური რაგბი როგორ განვითარდა. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ საკითხზე კავშირში სერიოზულად მუშაობენ. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მე პირადად ევროპული ფრანჩიზა მირჩევნია, რომელიმე ევროპულ ტურნირზე რომ ჩავერთოთ. პრო-14 საუკეთესო იქნება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ალბათ, ჩელენჯ ქაფი უფრო რეალურად მოსჩანს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება”, – აღნიშნავს Sport4me-სთან საუბარში მერაბ შარიქაძე.

“ბორჯღალოსნების” კაპიტანმა ბოლო მატჩებში ჩვენი შერკინების გარკვეულ ეპიზოდებში არა დომინანტობაზეც ისაუბრა.

“შესაძლოა, ქართული შერკინება აღარაა ისეთი დომინანტი ყველასთან, როგორიც იყო, მაგრამ ამის თავისი ახსნაც აქვს. ნაკრები შერკინების ბევრმა წამყვანმა მორაგბემ დატოვა: დავით ზირაქაშვილი, მამუკა გორგოძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე, ვიქტორ კოლელიშვილი, შალვა სუთიაშვილი და სხვები. ახლა კი, თაობათა ცვლის პროცესია და ამას გარკვეული დრო სჭირდება. შესაძლოა სტატიკა ისეთი არაა, მაგრამ დინამიურ თამაშში ეს ბიჭები ხელით კარგად ბურთაობენ და დიდ შავ სამუშაოს ასრულებენ”, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

1 ოქრო და 2 ვერცხლი მოსკოვიდან: რეზი დავითაძე აკვრაში ევროპის ჩემპიონია

ვიდეო: გრანადაში შიშველი ფანი მოედანზე შევარდა