in

მერაბ შარიქაძე: იტალიამ იგრძნო, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდით…

“ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით. მოედანზე ყველაფერი დავდეთ და წარმატებას მივაღწიეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, სტადიონზე ასეთი გარემო არასდროს მახსოვს. მადლობა ბათუმს, ეს გულშემატკივრობა სწორედ გადამწყვეტი იყო. კადრებში ჩვენი ემოცია კარგად ჩანს. პასუხისმგებლობას ვგრძნობდით იმათ წინაშე, ვინც რაგბი ჩვენამდე მოიტანა. ამ ხალხის ნაშრომი დღეს ჩვენ კარგად უნდა დაგვემთავრებინა.

იტალიელებმა როცა იგრძნეს, რომ თამაშს ვაკონტრილებდით, ემოციებს მოუმატეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ამას არ უნდა ავყოლოდით. მომდევნო მატჩი, პორტუგალიასთან, მარტივი არ იქნება, რადგან ამ შეხვედრიდან გადართვა უნდა მოვახერხოთ. ბიჭებმა გასახდელში ერთმანეთს ვუთხარით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიასთან მარცხი რა ცუდი იქნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მაისაშვილი: რაგბის მამებს დაფიქრება მოუწევთ!

იტალიელთა მწვრთნელი: საქართველომ გვაჯობა