in

მეორე ოქრო: ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

ილიამ პირველ წრეში დაისვენა, 1/4 ფინალში შვეიცარიელ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში თანამემალულე გიორგი ჩიქოვანს მოუგო, ფინალში კი მასპინძელ სპორტსმენს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ილია თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა. სასიამოვნოა, რომ სულამანიძესთან ერთად კვარცხბლეკზე ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ჩიქოვანი იდგება.

ილიამ ჩვენს ნაკრებს მე-6 მედალი მოუპოვა. ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, ვიცე-ჩემპიონები ალეკო მამიაშვილი და ვლადიმირ ახალკაცი გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ჩიქოვანმა მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ფინალი ევროპაზე: ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ნიკა ამაშუკელმა “ავივაზე” ირლანდია-იაპონია იმსაჯა