საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას დღეიდან იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შეკრებას თბილისის ზღვაზე, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე დაიწყებს.
ნაკრებს მომავალი მატჩებისთვის ბელგიური “სერენის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა, რომელმაც ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად ფრანგმა სპეციალისტმა დავით ვოლკოვს უხმო. ვოლკოვს აქამდე ნაკრებში არასდროს უთამაშია და ამ შეკრებაზე იგი, ლუკა გუგეშაშვილის შემდეგ, მეორე დებიუტანტია.
26 წლის ვოლკოვი აზერბაიჯანულ “ზირაში” თამაშობს და მიმდინარე სეზონში 8 გოლითა და 3 საგოლე პასით ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. გეტყვით იმასაც, რომ დავით ვოლკოვი “საბურთალოს” აღზრდილია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი).
საქართველოს ნაკრები შვედეთს 11 ნოემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართავს. 15 ნოემბერს კი, გორში უზბეკეთს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings