in

მბაპე პარიზში არ დარჩება, პარიზი მადრიდში არ გაუშვებს: სერიალი გრძელდება

1430750160

კილიან მბაპე აღარ გააგრძელებს კონტრაქტს პსჟ-სთან.

მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლამდეა და ერთი წლით გახანგრძლივების ოფციას ითვალისწინებს.

ფეხბურთელმა ოფიციალურად გაუგზავნა კლუბს წერილი, რომ არანაირ ვითარებაში არ გააქტიურებს ამ ოფციას.

ასეთი განვითარება არ აწყობს პსჟ-ს. თუ მბაპე არ გააგრძელებს გარიგებას, მაშინ კლუბი ზაფხულში მის გაყიდვას შეეცდება, რათა მომდევნო წელს უფასოდ არ დაკარგოს.

მთავარი პრეტენდენტი „რეალია“, რომელსაც გასულ სეზონში სურდა მბაპე, მაგრამ მაშინ ფეხბურთელი პარიზში დარჩა.
თუმცა პარიზულ კლუბს არ სურს, რომ მბაპე მადრიდში გადაბარგდეს. მოკლედ, პსჟ-მ უკვე გამოაცხადა, რომ ყიდის ფეხბურთელს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „რეალში“. ვითომ?

პსჟ-ს ხელმძღვანელობა გაოგნებული დარჩენილა, წერენ, რომ მათ ფეხბურთელი განზრახვის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყვეს. ახალი ამბების სააგენტომ აცნობა, რომ წერილის ასლი უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე ის კლუბში მივიდა.

Le Parisien წერს, რომ პსჟ-ში დარწმუნებული არიან, რომ მბაპემ მათ შეგნებულად „ჩაარტყა დანა ზურგში“.

New York Times შორს მიდის: კილიან აჩქარებს ტრანსფერს „რეალში“.

OKDiario-ის ინფორმაციით, მბაპე შესაძლოა 180 მლნ ევროდ გაყიდონ და მერე პსჟ ჰარი კეინს მიადგეს.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ამბები: ტოტენჰემი გამოირიცხა, ჩელსი შეიძლება გამოვიდეს

ყველაფერი დალიეს: წლის მთავარი წვეულება – სიტიმ აღლუმი მოაწყო და გიჟურად აღნიშნა