24 წლის კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან კლუბის მაისურით 201-ე გოლი გაიტანა „ნანტთან“ 26-ე ტურის შეხვედრაში. თამაშის შემდეგ მას სპეციალური პრიზი გადასცეს.
„სამწუხაროდ, კლუბისა და კილიანისთვის ამ სიტორიულ დღეს თქვენთან ერთად არ ვარ. მბაპე ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც უყვარს რეკორდები, ხოლო რეკორდებს ის“, – თქვა ვიდეომიმართვაში კლუბის პრეზიდენტმა ალ-ხელაიფიმ.
კილიანს წარმატება მიულოცა ურუგვაელმა იდენსონ კავანიმ, რომლის რეკორდი მოხსნა კიდეც ფრანგმა.
მილოცვა არ დაავიწყა არც თანაგუნდელ ლეო მესის.
“აქ იმიტომ ვარ, რომ ისტორია დავწერო – საფრანგეთში, დედაქალაქში, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში. ეს ლამაზია, მაგრამ მე კოლექტიური მიღწევები მინდა”, – განაცხადა მბაპემ.
კილიანმა ამ სეზონში 30 მატჩში 30 გოლი გაიტანა.
ის 18 გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირია.
GIPHY App Key not set. Please check settings