კილიან მბაპემ ემანუელ მაკრონი მიიწვია პარიზში გამართულ გამოსამშვიდობებელ ვახშამზე.
პსჟ-ს თავდამსხმელმა პსჟ-დან წასვლა აღნიშნა.
მოწვეულ სტუმართა სიაში 250 ადამიანი იყო, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ვისთანაც ფეხბურთელი ბოლო წლებია ურთიერთობას ინარჩუნებს.
ბუნებრივია საღამოზე იყვნენ კილიანის თანაგუნდელები და სხვა ფეხბურთელები, პსჟ-ს თანამშრომლები, მეგობრები და ახლობლები.
დახურული ღონისძიება ცნობილ ადამიანებს შორის პოპულარულ რესტორანში გაიმართა პარიზის ცენტრში ხედით ეიფელის კოშკზე.
GIPHY App Key not set. Please check settings