in

მბაპემ მესის გოლების რეკორდი გაიმეორა და ანრის მიბაძა – ფოტო

პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „რენს“ 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი ბურთი კილიან მბაპემ 93-ე წუთზე შეაგდო ლეო მესის პასით.
23 წლის ფრანგისთვის ეს გახდა 119-ე გოლი ლიგა 1-ში. ის მესის გაუთანაბრდა და 21-ე საუკუნეში საუკეთესო ბომბარდირი გახდა ტოპ 5 ევროპულ ლიგაში 24 წლის ასაკამდე გატანილი გოლების მიხედვით.
მბაპე 24 წლის დეკემბერში გახდება. ცხადია, რომ ის ამ მაჩვენებლით მესის მალე გადაასწრებს.
მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია მოქმედ ფეხბურთელებს შორისაც. მის 119 გოლს მოყვება „მონაკოს“ ვისამ ბენ იედერი – 115 გოლი.

ვთქვათ ისიც, რომ გატანილი გოლის შემდეგ მბაპე კუთხურის ალამთან მივიდა და ჩამოეყრდნო. ასე მან ტიერი ანრის აღნიშვნა გაიმეორა.
„დიდი ლეგენდა“ – დაწერა მბაპემ ტვიტერზე და კოლაჟი გამოაქვეყნა.

ბარემ მესიზეც: ლეომ „რენთან“ მატჩში L’Équipe-სგან 4 ქულა მიიღო (10-დან). ამაზე უარესი მარტო დრაქსლერს აქვს.
მესის პსჟ-ში 10 (3+7) ქულა დაუგროვდა გოლი+პასის სისტემით ბოლო 10 მატჩში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უხეში ფეხბურთი

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს გადაუარეს