in

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს გადაუარეს

პორტუგალიასთან სენსაციური ფრის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამსტერდამში ტურნირის აუტსაიდერს ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და თბილისში ბონუს ქულით ბრუნდება.

შეხვედრა საქართველოს ნაკრების უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და წინა მატჩის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ლაღი, სანახაობრივი რაგბი ეჩვენებინა. პირველ ნახევარში ბრწყინვალე იყო აკაკი ტაბუცაძე. საქართველოს ნაკრების გარემარბმა პირველ ნახევარში დუბლი მიითვალა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ტაბუცაძის პირველი ლელო, როდესაც ჩვენს ხუთმეტრიანში მოგებული დერეფანის შემდეგ, ბურთი ხაზზე კარგად გავათამაშეთ, ხმალაძემ ტაბუცაძეს ფრთაზე ფეხით შეუცურა და საქართველოს ნაკრების გარემარბმა ბორჯღალოსნების კვართით მორიგი ლელო დაამიწა. აკამ პირველ ნახევარში ერთი ლელო კიდევ მიითვალა. ტაბუცაძეს საქართველოს ნაკრებში 17 მატჩი და 14 ლელო დაუგროვდა.

ტაბუცაძის გარდა, პირველ ნახევარში ლელოები:ოთარ გიორგაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ვასილ ლობჟანიძემ მიითვალეს. პირველ ნახევარში დარტყმები არ წაუვიდა თედო აბჟანდაძეს, რომელმაც მხოლოდ ერთი გარდასახვა გაიტანა. წინა მატჩში ესპანეთთან მშრალად წაგებული თამაშის შემდეგ, ნიდერლანდებმა დღეს შეძლეს მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულების მოპოვება. საჯარიმო დარტყმა ზუსტად დევიდ ვერსმა შეასრულა.

მეორე ნახევარში ქართველებმა ოთარ გიორგაძის ლელოთი დაიწყო. თედომ ზუსტად გარდასახა. მალევე კი, ნიდერლანდებმა ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა განახორციელეს. ბორჯღალოსნებმა დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ნიდერლანდელთა კაპიტანმა დაგვალელოვა. ვერსმა ისევ ზუსტად გარდასახა. გაშვებული ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები უფრო ათამაშდა და მალე ჩვენი გუნდის ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემაც მიითვალა დუბლი. თედომ ისევ ზუსტად გარდასახა. მალვე ოთარ გიორგაძემ ჰეთ-თრიკი მიითვალა.  68-ე წუთზე კი, მირიან მოდებაძემ მოედნიდან შემოსვლიდან 10 წამში შეძლო თავისი ლელოს დადება. თუმცა არც ეს იყო ყველაფერი. ისევ ტრადიციული ქართული მოლი და კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში.

შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ და დაგეგმილი ბონუს ქულაც ავიღეთ, მაგრამ  განსაკუთრებით პირველ ნახევარში დაცვაში ისეთი შეცდომები დავუშვით, ჯალაღონიამ რომ გადაგვარჩინა ლელოს და ერთ ეპიზოდში ჩვენს ხუთმეტრიანში რომ  ზედმეტად გავერთეთ მიწოლაში. ცოტა უფრო სერიოზული გუნდი,თუნდაც ესპანეთი და რუსეთი არ გვაპატიებს.

მატჩი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ. გაწითლებულ დროზე ჭყოიძემ დაამიწა ლელო. გელამ ზუსტად გარდასახა

საბოლოოდ 72:10  ბორჯღალოსნების სასარგებლოდ. საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველობა თითქმის გაინაღდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს “დინამო არენაზე” რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს ბორჯღალოსნების საიუბილეო 250-ე შეხვედრაა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპემ მესის გოლების რეკორდი გაიმეორა და ანრის მიბაძა – ფოტო

ჩაკვეტაძის 24 წუთი და მნიშვნელოვანი გამარჯვება