ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა გიორგი მელიამ (97), რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა და პლანეტის მთავარი სპორტული შეჯიბრება მედლის გარეშე დატოვა.
გიორგი მელია ოლიმპიადაში ჯერ კიდევ 2 აგვისტოს ჩაება, მაგრამ 1/8-ფინალურ ეტაპზე წონის ლიდერ მუსა ევლოევთან დამარცხდა (1:3) და მომდევნო ეტაპზე ვერ გააღწია, თუმცა, რუსი მოჭიდავე ფინალში გავიდა, რის ხარჯზეც გიორგის რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მიეცა.
მელია დამამშვიდებელ ტურნირში უნგრელ ალექს გერგო სიოკეს დაუპირისპირდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. ორივე მოჭიდავეს გაფრთხილებების ხარჯზე თითო ქულა ჰქონდა, ბოლო ქულის უპირატესობით კი ქართველი ფალავანი იგებდა. თუმცა, ბრძოლის დასრულებამდე 11 წამით ადრე გიორგი მოდუნდა და მეტოქემ დგომიდან 4-ქულიანი ილეთის გაკეთება მოახერხა. ამგვარად, საქართველო 97 კგ-მდე წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings