ქართველი ჩოგბურთელი, საქართველოს მეორე ქალი ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს და 1/8 ფინალშიც გავიდა.
24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ შეხვედრაში იტალიელი დებორა კიეზა 6:3, 6:2 დაამარცხა. ბოლქვაძემ მეტოქე 7-ჯერ დააბრეიქა. 1/8 ფინალში მარიამი ტაივანელ იოანა გარლანდს შეხვდება.
შეგახსენებთ, მარიამ ბოლქვაძეს WTA-ს კლასიფიკაციაში 386 ქულა აქვს და 178-ე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings