in

მართალი ვიყავი საკუთარ თავთან… ამას არ უნდა ვეცდუნებინე…

საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, “სტუმრად ლელასთან” გაიხსენა:

“რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

“ვალიადოლიდის” წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი
რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა…

ფინალის წინ მე, “კვარა”, ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის – “დავარტყა?!” არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა…

როცა ძირითადი დრი დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა… მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა…

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და “ქოჩორაო”, უთხრეს…

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა… საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი… შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს… ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი…

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი…”

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანს მოუგო და მილანს გაასწრო: ინტერი ნაადრევი ჩემპიონია – 20 სკუდეტო

ჯოკოვიჩი მეხუთედ, ქალები პირველად: სპორტული ოსკარები დარიგდა – ვინ მოიგო Laureus-ის პრიზი