in

მარაკანას სტადიონს პელეს დაარქმევენ

ლეგენდარული „მარაკანას“ სტადიონი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს საპატივსაცემოდ სახელს შეიცვლის. არენას ამიერიდან ასე უწოდებენ – „ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტო – მეფე პელე“.

გადაწყვეტილება რიო დე ჟანეიროს შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.

„ეს არის ღირსეული ადამიანის დაფასება, ადამიანის, რომლის ღვაწლიც მთელმა მსოფლიომ აღიარა“, – განაცხადა პროექტზე პასუხისმგებელმა პირმა.
საკანონმდებლო ორგანოში დააზუსტეს, რომ სტადიონს სახელი შეეცვლება, ხოლო მის გარშემო არსებულ სპორტულ კომპლექსს სავარაუდოდ ძველ სახელს დაუტოვებენ.

ამჟამად არენის ოფიციალური სახელი – „ ჟურნალიშტა მარიო ფილიო“ ანუ ჟურნალისტი მარიო ფილიოს სტადიონია. საქმე ისაა, რომ მარიო ფილიომ მის აშენებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა, ბრაზილიელთა უმრავლესობა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სტადიონს „მარაკანას“ სახელით იცნობს.

„მარაკანა“ 1950 წელსაა აშენებული და 78 838 მაყურებელზეა გათვლილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ის არ მომკვდარა, მოკლეს! – არგენტინელები მარადონას სიკვდილს აპროტესტებენ

ვიდეო: სპორტული არხის წამყვანს პირდაპირ ეთერში დეკორაცია დაეცა