in

მანჩესტერს კვლავ მაგუაიერი უკაპიტნებს


ქილიკისა და ირონიის ქარცეცხლში არაერთგზის გატარებულმა ჰარი მაგუაიერმა, მომავალი სეზონისათვის კაპიტნის სამკლაური შეინარჩუნა.
ერიკ ტენ ჰაგის თქმით, ყველა მოთამაშეს არ იცნობს, მაგრამ ჰარისთან გასაუბრებით დარწმუნდა, რომ კაპიტანი, სწორედ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველი უნდა იყოს.


ერთია, რომ ჰარი ცდება, მაგრამ მეორეა ის, რომ სულშერიცა და რანგნიკიც ისეთ რამეებს ითხოვნდნენ ჰარისგან, რაც მას არ გამოსდის. მაგალითად, გრძელი პასების გაკეთება ანდაც ბურთის წამოღება და გათამაშება. რამდენიც არ უნდა თალო, შინდისგან მუხას ვერ გამოიყვან და ვერც მაგუაიერი გახდება ვირჯილ ვან დაიკი.


ვნახოთ, ტენ ჰაგი თუ მოახერხებს და ძველ მაგუაიერს დააბრუნებს, მთავარია, ის დაევალოს, რაც იცის და, რასაც „ლესტერში“ მშვენივრად აკეთებდა- უბრალოდ ბურთის ართმევა და სახიფათო ზონის გასუფთავება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინმა მეორე მოგება ვერ გაიფორმა

ჰალმა კიდევ ერთი ტრანსფერი გააკეთა