in ,

მანჩესტერმა წააგო და მანჩესტერი ჩემპიონი გახდა: სიტიმ ინგლისური ოქრო დაიბრუნა

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონია. გუნდმა დაიბრუნა ინგლისური ოქრო. პეპ გვარდიოლას გუნდი უკვე ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მანჩესტერმა“ შინ „ლესტერთან“ 1:2 წააგო პრემიერლიგის 36-ე ტურში და მათემატიკური შანსიც დაკარგა დაწეოდა „სიტის“. “ქალაქელების” უპირატესობა ამ წუთისთვის 10-ქულიანია (ორივე მანჩესტერულ გუნდს 3-3 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი).
თავის მხრივ “ლესტერმა” უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო ოთხეულში მოხვედრისთვის. “მელიებმა” ბოლოს ქულები დაკარგეს და ეს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. 18 მაისს უშუალო კონკურენტები “ჩელსი” და “ლესტერი” ხვდებიან და იქ ბევრი რამ გაირკვევა.

„სიტიმ“ ისტორიაში მე-7 ტიტული მოიგო. წინა 6 გუნდმა მოიპოვა 1936/37, 1967/68, 2011/12, 2013/14, 2017/18, 2018/19 წლების სეზონში.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებების დიდი ნაწილი მას შემდეგ მოდის, რაც კლუბი 2008 წელს საინვესტიციო ჯგუფმა Abu Dhabi United Group-მა შეიძინა შეიხ მანსურ ბენ ზაიედ ალ-ნაიანის თავკაცობით.

*

„სიტიმ“ პრემიერლიგა ბოლო 4 წელიწადში მესამედ მოიგო. წინა ჩემპიონატი „ლივერპულმა“ მოიგო.

სულ კი მეშვიდედ და ამით „ჩელსის“ გაუსწრო. ლონდონელებს 6 გამარჯვება აქვთ ლიგაში. ამასთან, „სიტი“ დაეწია „ასტონ ვილას“. მხოლოდ 4-მა გუნდმა მოიგო ინგლისის ჩემპიონატი უფრო მეტჯერ. ესენია: „ევერტონი“ (9), „არსენალი“ (13), „ლივერპული“ (19), „მანჩესტერი“ (20).

*

პეპ გვარდიოლასთვის ეს 31-ე ტროფეია კარიერაში.

„სიტისთან“ ერთად ესპანელმა 10 ჯილდო მოიგო – 3 ტიტული პრემიერლიგაში, 4 – ინგლისის ლიგის თასზე, 1 – ინგლისის თასზე, 2 – ინგლისის სუპერთასზე.

პირველი ტროფეი გვარდიოლამ „ბარსელონაში“ მოიგო 2008/09 წლების სეზონში – სულ 14 ტროფეი. კიდევ 7 ტიტული „ბაიერნში“ მიამატა.

მოგეხსენებათ, „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და რადგან წელს ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო, გვარდიოლას შეუძლია ტრებლი შეასრულოს და „სიტის“ სეზონში 3 ტიტული მოუტანოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გადააქვთ

ქოჩორაშვილმა ბარსასთან ითამაშა