in

მანჩესტერმა მალასია გაიფორმა, ბოტმანმა მილანს ნიუკასლი არჩია. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები


22 წლის ტაილერ მალასია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია. შეთანხმება, რომელიც კარგა ხნის წინ შედგა დღეს გაოფიციალურდა. „ფეიენოორდი“ 20 მილიონს მიიღებს.


დონეცკის „შახტარის“ შემტევი მანორ სოლომონი ერთი წლით „ფულემში“ ითამაშებს. 23 წლის ისრაელელი კუნძულზე იჯარით გადაბარგდა.


„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრისტიან ერიკსენთან შეთანხმებას მიაღწია. 30 წლის დანიელი გასულ სეზონში „ბრენტფორდში“ გამოდიოდა. ის წითლების მეორე შენაძენია.


პრემიერ ლიგაში აღზევებულმა „ნოტინგემ ფორესტმა“ „მაინცის“ ცენტრალური მცველი, მუსა დიახატე გაიფორმა. 26 წლის ფრანგის სანაცვლოს გარიბალდიანებმა 20 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.


„ნიუკასლ იუნაიტედში“ გადაბარგებულმა სვენ ბოტმანმა აღიარა, რომ „მილანმა“ კარგი პირობები შესთავაზა, მაგრამ ბოლოს „ნიუკასლმა“ უფრო კარგი წინადადება დაუდო და ინგლისში წავიდა. ახალციხელებმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადეს.


„ბარსელონამ“ ერთბაშად ორი ტრანსფერი დახურა. ექს „მილანელი“ ფრანკ კესი და ექს „ჩელსელი“ ანდრეას კრისტენსენი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ. ორივე მოთამაშესთან შეთანხმება უფრო ადრე მოხდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო დადასტურდება ვერ ხერხდებოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სილესენი ვალენსიას დატოვებს!

კვარა წავიდა! ოფიციალურად, იტალიური ვოიაჟი დაიწყო