UFC–ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ სპორტული კლუბის შეძენითაა დაინტერესებული.
მანამდე კონორმა დაწერა: „ვფიქრობ იმაზე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შევიძინო.
მას კითხეს, რამდენად მართალი იყო ეს განაცხადი.
„თუკი სიმართლე გაინტერესებთ, საუბარი თავიდან „სელტიკზე“ იყო – იმაზე, რომ დერმონტ დესმონდისგან აქციები მეყიდა.
ნამდვილად დაინტერესებული ვარ იმით, რომ ერთ დღესაც სპორტული კლუბი შევიძინო.„სელტიკიც“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ – არიან გუნდები, რომლებიც ძალიან მომწონს. თუმცა, მე ღია ვარ. ვფიქრობ, ამ კლუბებისთვის რაღაც მეტის გაკეთება შემიძლია“, – დაწერა 32 წლის ირლანდიელმა ტვიტერზე.
მებრძოლის ქონება 252 მილიონ დოლარს შეადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings