in

მამუს არ უთამაშია, გოგამ მცირე დროში 2 ქულა დააგროვა

გამთენიისას, “NBA”-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა და ქართველ კალათბურთელთა გუნდებმაც ითამაშეს.

“მილუოკი ბაქსმა” “დეტროიტი” 110:108 დაამარცხა. საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. სამწუხაროდ, მამუს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ახალ სეზონში არასასიამოვნო ტენდენციაა.

გოგა ბითაძის “ინდიანა” კი “ბრუკლინს” დაუპირისპირდა და 109:116 დამარცხდა. გოგამ სიმბოლური, 7 წუთი ითამაშა და თავი 2 ქულას, 3 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა. საუკეთესო კი კევინ დურანტი იყო 36 ქულით 9 მოხსნითა და 7 ასისტით.

“საკრამენტო” 115:108 “შარლოტი”

“ფილადელფია” 118:111 “ვაშინგტონი”

“ატლანტა” 109:139 “ტორონტო”

“მემფისი” 105:121 “იუტა”

“ჰიუსტონი” 93:95 “კლიპერსი”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავი: 2023 წელს ტიტულს მოვიგებთ!

ბოსნიამ რუსეთთან მატჩი (დროებით?) გადადო