in

მამუკელაშვილმა 15 ქულა ჩააგდო

ნბა-ს კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე პროფესიული ლიგის კლუბები ტრადიციულად საგამოფენო მატჩებს მართავენ. დაგეგმილი 5 მოსამზადებელი მატჩიდან პირველი გამართა სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკიმ”, რომელმაც “მემფისს” უმასპინძლა და მოულოდნელად – 102:107 დამარცხდა.

Fiserv Forumზე გამართულ მატჩს 13 ათასამდე ქომაგი დაესწრო, თამაში კი ისე მიდიოდა, რომ მილუოკის გამარჯვება უნდა ეზეიმა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 26:41 წააგო და დამარცხებას ვერ გადაურჩა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 21 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდრომ 6-დან5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ბაქსის ბერძენ ვარსკვლავს იანის ანტეტოკუნმპოს, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები სუსტი შემადგენლობით იყვნენ. მოედანზე ვიხილეთ ბრუკ ლოპესი, ბობი პორტისი, ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი, სერჟ იბაკა და სხვები.

მამუკელაშვილის კლუბი სეზონის სტარტამდე კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს, განრიგი კი ასეთია: 6 და 8 ოქტომბერს – ატლანტასთან, 12 ოქტომბერს – ჩიკაგოსთან, ხოლო 13 ოქტომბერს – ბრუკლინთან.

GBF

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყაზაიშვილი: ყველას ბოდიშს ვუხდი

ჯოკოვიჩმა თელ-ავივის ტურნირი მოიგო