სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი მატჩი გამართა. მისი “მილუოკი” სტუმრად შეხვდა “პორტლენდს” და დამაჯერებლად მოუგო – 137:108.
მამუკელაშვილი მოედანზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და 7:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულის, 3 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ბობი პორტისი იყო. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე იანის ადეტოკუმბოს, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია.
მამუკელაშვილის გუნდი 33 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბაქსი“ „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings