NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მეორედ წააგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი ამჯერადაც „შარლოტ ჰორნეთსთან“ დამარცხდა და შეხვედრა 99:103 დათმო.
მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტი ლამელო ბოლის 2-ქულიანი აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე, „ჰორნეთსი“ წინ გაიყვანა და მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს.
„მილუოკის“ ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო დღევანდელ მატჩშიც მიეცა. „მამუმ“ პარკეტზე 11:12 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება გახლდათ. მამუკელაშვილმა 4-დან 1 ბურთი ჩააგდო და 1 დაკარგვა ჰქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings