გამთენიისას, ოკეანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “მილუოკი ბაქსი” “ბოსტონ სელტიკს” დაუპირისპირდა და 117:103 დაამარცხა.
მიუხედავად მარცხისა, სუპერ მატჩი ჰქონდა “ბოსტონის” ლიდერ ჯეისონ ტეიტუმს, რომელმაც ჩემპიონს 42 ქულა ჩაუგდო, მაგრამ ეს მის გუნდს მოსაგებად არ ეყო.
სანდრო მამუკელაშვილს მატჩში 6:28 წუთი მიეცა და ამ დროის განმავლობაში ქართველმა ტალანტმა 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +8 იყო.
“მილუოკის” 18 გამარჯვება და 11 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსი” მომდევნო შეხვედრას 16 დეკემბერს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings