ლას ვეგასში, NBA-ის საზაფხულო ლიგის ბოლო მატჩები მიმდინარეობს.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შეხვდა გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერ ნაგეტსს“. თამაში 94:87 “დენვერმა” მოიგო.
მამუკელაშვილი სასტარტოში იყო და უმაღლეს დონეზე ითამაშა. ჩვენიანმა პარკეტზე 22 წუთი დაჰყო და… 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. მამუკელაშვილი პერიმეტრზეც შესანიშნავი იყო. საშუალო მანძილიდან მან 8-დან 5 სროლა გამოიყენა, 3-ქულიანი 3-ჯერ ჩააგდო (4-დან). საჯარიმოს ხაზიდან კი ერთიდან ერთი ზუსტი სროლა აქვს.
ეს სანდროს საუკეთესო მაჩვენებელია ახალ გუნდში ჩატარებულ მატჩებში.
მამუკელაშვილმა “ვაშინგტონ ვიზარსთან” წინა მატჩში მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა – 11 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა.
რაც შეეხება ბეჟანიშვილს, მან დენვერელთა შორის პარკეტზე 7:16 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ქულა, 1 პასი და 1 დაფარება მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings