ქართული ფეხბურთის მთავარი იმედის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ საუბრები არ წყდება. ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი “ლიდსში” თითქოს გადაწყვეტილი იყო. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში “სპორტი იმედზე” საფეხბურთო მენეჯერმა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ისაუბრა.
“ხვიჩას მიმართ ინტერესს იტალიური, ინგლისური და გერმანული კლუბები იჩენენ. ევროპაში ახალი სეზონი დასრულებულია და მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან უკვე მიმდინარეობს. “რუბინი” ყველანაირად ცდილობს, რომ ხვიჩა ტოპ კლუბში მოხვდეს.
ლიცენზიები გაცემულია, ინგლისის მხრიდან ერთი ჯგუფი მუშაობს, იტალიიდან მეორე და გერმანიიდან კიდე მესამე. ყოველდღიურად რაღაც იცვლება, მაგრამ ჯერჯერობით და ამ წუთას, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. მინდა, რომ ხვიჩა ტოპ-კლუბში გადავიდეს, რადგან ის დიდი ფეხბურთისთვის უკვე მზადაა.
იწერება, რომ კვარაცხელია ინგლისურ „ლიდსში“ გადადის, რაც ტყუილია. თავად ხვიჩამაც კი არ იცის, რა და როგორ ხდება ისე კარგად, როგორც მე. კვარაცხელიასთვის ტოპ-კლუბს მე ვარჩევ. ამჟამად, მოწინავე პოზიციაში იტალიელები და ინგლისელები არიან, თუმცა ორივე თანაბრად.
“ლიდსის“ წარმომადგენელთან საუბარი მქონდა, თუმცა ყველაფერი საუბრის დონეზე დარჩა. სხვა ინგლისურ გუნდებსაც ვესაუბრე, ასევე იტალიელებსაც. თუმცა, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების პროცესი. ერთი ვიცი – კვარაცხელია „რუბინიდან“ მხოლოდ ტოპ კლუბში წავა.
15 ივნისს, კვარაცხენია ყაზანში უნდა ჩავიდეს. გუნდი იკრიბება და ვარჯიშს იწყებს. მგონია, რომ 15 ივნისიდან 15 ივლისამდე ყველაფერი გადაწყდება”, – თქვა მამუკა ჯუღელმა.
hitc: კვარაცხელიას ტრანსფერზე ლიდსი დაწინაურდა
კვარაცხელიას ლიდსში 1 ივლისს ელოდებიან
GIPHY App Key not set. Please check settings