მამა შვილის გზაზე: ვებგვერდი Qomagebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის მამა, დავით მამარდაშვილი ესპანურ “ვალენსიაში” მეკარეების მწვრთნელად იმუშავებს.
დავით მამარდაშვილი ამჟამად ვალენსიაშია და კლუბს სამწვრთნელო კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტესტირების გავლის შემდეგ შეუერთდება.
იგი გუნდის აკადემიაში მეკარეებს ავარჯიშებს. დავით მამარდაშვილი ბოლოს ქუთაისის “ტორპედოს” მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა.
კარიერის განმავლობაში კი უამრავ გუნდში უთამაშია. იმავე „ტორპედოს“ გარდა, ხონის „იმერეთში“, ტყიბულის „მეშახტეში“, „ვიტ ჯორჯიაში“, თსუ-ში და „მერანში“, „ზესტაფონში“, „ბორჯომში“, ახალციხის „მესხეთში“, „ჭიათურასა“ და „გაგრაში“ თამაშობდა. სამწვრთნელო საქმიანობას 2010 წლიდან ეწევა.
GIPHY App Key not set. Please check settings