in

მამარდა ობლაკის შემცვლელად: ატლეტიკომ ქართველი მეკარე შეიგულა

გიორგი მამარდაშვილის ესპანური კარიერა სულ უფრო და უფრო წინ მიდის და დროის ამბავია ისიც, რომ „ვალენსიას“ კარის დარაჯი უკეთეს კლუბში აღმოჩნდება. ადრეც ბევრ დაინტერესებაზე ითქვა, ხოლო ახლა football-espana-მა დაწერა, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ იან ობლაკის მემკვიდრედ სწორედ ქართველ მეკარეს განიხილავს.

აი რა წერია სტატიაში ამ ტემაზე:

„იან ობლაკი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფანტასტიკური მსახური იყო. სლოვენიელი მეკარე კლუბს „ბენფიკადან“ 2014 წელს შეუერთდა და მრავალი წლის განმავლობაში უპირობო პირველი ნომერი გახდა.

ის მხოლოდ 30 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ კიდევ 10 წელი ითამაშებს, სანამ ხელთათმანებს დაკიდებს. ამის მიუხედავად, „ატლეტიკო“ ემზადება მისი შემცვლელისთვის, როდესაც ის „მეტროპოლიტანოს“ დატოვებს.

კლუბმა ობლაკის მემკვიდრედ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეიგულა. ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში პირველ არჩევნად დამკვიდრდა და მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით მთავარი მეკარე გახდა.

მამარდაშვილი გამორჩეულ ფორმაში იყო ოთხშაბათს ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის “რეალთან” მარცხის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოახერხა პენალტების სერიაში მოგერიება, უშუალოდ მატჩის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა.

მიუხედავად ინტერესისა, „ატლეტიკოს“ შესაძლოა გაუჭირდეს მამარდაშვილის იაფად გაფორმება. მეკარეს კონტრაქტში 100 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტი აქვს. იმის გამო, რომ „ვალენსიასთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა, კლუბს გაყიდვის ზეწოლა არ ემუქრება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ვერ ვიოცნებებთ: მანჩესტერმა სიტის საეჭვოდ მოუგო

შენგელიას 15 ქულა და მძიმე გამარჯვება