in ,

მამარდა ისევ 28 ნომერია: ისევ სარეზერვო, მაგრამ ისევ… პირველი

გიორგი მამარდაშვილმა ახალ სეზონში ძველი ნომერი დაიტოვა და წინა სეზონის მსგავსად ლა ლიგაში ისევ 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

21 წლის ქართველ მეკარეს სარეზერვო გუნდში დაარეგისტრირებენ, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის, რომ პირველი მეკარე იყოს. საქმე ისაა, რომ ესპანეთში ძირითადი გუნდის განაცხადში შეყვანილმა მოთამაშეებმა ნომრები 1-დან 25-მდე უნდა შეარჩიონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონშიც ასე იყო, მამარდაშვილი არც აქამდე ყოფილა ოფიციალურად ძირითადი გუნდის წევრი, მაგრამ ესპანური წესებით სარეზერვო გუნდიდან მოთამაშის დამატების უფლება უპრობლემოდ ხდება.

წინასასეზონოდ რაც მატჩები ჩაატარა “ვალენსიამ” და რასაც ესპანური პრესა წერს, ძირითადი მეკარე ახალი მწვრნელის ხელშიც სწორედ ჩვენიანი უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ მთავარი კონკურენტი სილესენი ახლახან სამშობლოში დაბრუნდა.

მამარდაშვილმა ტროფეი მოიგო: გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა

ვალენსია სილესენს უშვებს, ძირითადი ისევ მამარდაშვილი იქნება

მაინც გიორგი: მამარდაშვილი გატუზოსთან ერთად ძლიერდება და ქართველი ისევ ძირითადი მეკარეა

„ვალენსიას“ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი 14 აგვისტოს უწევს, შინ „ჟირონასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი პაპუნაშვილიც სერბეთში წავიდა

ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა, ბუდუს მორიგი გოლი და კვირკველიას 90 წუთი