in

მამარდა ბეტისთან დამაჯერებელი იყო და კარი მშრალად შეინახა

ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „ბეტისი“ 3:0 დაამარცხა და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა – 14 მატჩში 15 გოლი გაუშვა.

მასპინძლებმა გასაკვირად აქტიურად ითამაშეს, პირველ ტაიმში კარგი მომენტი კასტილეხომ ვერ გამოიყენა, მუსას დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. მამარდაშვილი დამაჯერებლად ირჯებოდა და ლუის ენრიკესა და კრუსს არ დაანება გატანა.

61-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ედგარ გონსალესმა ლინო წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან კი ულამაზესი გოლი ალმეიდამ გაიტანა. მე-80 წუთზე კლუივერტის მოპოვებული პენალტის შემდეგ რუი სილვას კარი გილიამონმა დალაშქრა, ბოლოს სევილიელები კლუივერტმაც დაამწუხრა და “ვალენსიამ” გაიმარჯვა.

მადრიდის “რეალმა” კი ერთ-ერთ ფსკეროსან “კადისს” უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. ედერ მილიტაოს გოლს მეორე ტაიმში ტონი კროოსმა ერთიც დაამატა და ლოს ბლანკოსმა 2 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 81-ე წუთზე პერესმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მადრიდელებმა 3 ქულა დაიტოვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალიაც დაირაზმა!

მანჩესტერმა ასტონ ვილა დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა