ლა ლიგის მე-4 ტურში ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი ”ვალენსიას” სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. 20 წლის მეკარე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ლა ლიგის კლუბის სასტარტოში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
მამარდაშვილმა გიორგი დემეტრაძის შედეგი გააუმჯობესა. 2001-02 წლების სეზონში ”სოსიედადის” მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა დემე ზედიზედ სამ შეხვედრაში სასტარტოში ათამაშა. კერძოდ, “სელტას” (მესამე ტური), “ვილიარეალისა” (მეოთხე ტური) და “ბარსელონას” (მეხუთე ტური) წინააღმდეგ, თუმცა როტერდამის ”ფეიენორდის” ექს-ფორვარდის ბასკური კარიერა წარუმატებელი გამოვიდა და 2002 წელს რუსეთში დაბრუნდა.
მამარდაშვილისა და დემეტრაძის გარდა ლა ლიგაში კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს, შოთა არველაძესა და გიორგი ქოჩორაშვილს უთამაშიათ.
შოთა არველაძემ პროფესიული კარიერის დასკვნითი სეზონი (2007-08) ლა ლიგის “ლევანტეში” გაატარა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. მან კარიერის ბოლო მატჩი 2008 წლის 18 მაისს მადრიდის”რეალის” წინააღმდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩაატარა.
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მან “ლევანტეს” რიგებში ლა ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივე შეხვედრაში მეორე ნახევარი გამოჩნდა მინდორზე. ახლახან, 22 წლის ნახევარმცველმა ვალენსიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით “ლევანტეს” ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.
მამარდაშვილი VAR-მა გადაარჩინა: რეალთან თამაშამდე ვალენსიამ ოსასუნა დაამარცხა
GIPHY App Key not set. Please check settings